„ხაზარაძე ამ გზით პოლიტიკაში აღმოჩნდება...“

„ხაზარაძე ამ გზით პოლიტიკაში აღმოჩნდება...“

„ბიძინასთან კავშირს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ - რა კავშირი უნდა ჰქონოდა, ან აქვს? ამას გამოვრიცხავ. „თიბისი ბანკი" უმნიშვნელო ორგანიზაცია არ არის, ერთი-ერთი მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე და ახლაც. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება," - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „თიბისი ბანკის" საქმეზე „რეზონანსთან" კომენტირებისას.

„თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები ქანთარიასთვის გაუგებარია და აღნიშნავს, რომ უხალოეს მომავალში რეალური პროცესის დანახვას შევძლებთ.

„დაწვრილებით, ალბათ, გვაჩვენებს პროცესი. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. საერთოდ 11 წლის წინ რა მოხდა, როგორ მოხდა, - ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. უხალოეს ხანში ყველაფერი გამოიკვეთება.

„ამ ეტაპზე ამ საკითხის პოლიტიკურად შეფასება გამოჭირდება, თუმცა როგორ წავა მოვლენები, იმის მიხედვით გაგვიადვილდება საუბარი; ხაზარაძე ამ გზით აღმოჩნდება პოლიტიკაში, არც ეს არ არის გამორცხული... ჩემი მხრიდან მარჩიელობა არ გამოვა," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.