„საინტერესო სურათი მივიღეთ. კვლევამ დაადასტურა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა, დაახლოებით 51% დადებითად აფასებს იმ რეფორმებს, რაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარეობს. ასევე, საკმაოდ კარგად აფასებენ მოქალაქეები სასამართლო სისტემის ეფექტურობას და სანდოობას. ამ მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ მთელ რიგ ევროპის ქვეყნებს. მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა ხორვატია, სლოვაკეთი, ბულგარეთი. მოგეხსენებათ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები არიან და დემოკრატიის ხარისხიც საკმაოდ მაღალია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, კვლევაში მოცემული შედეგები საკმაოდ კარგია.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი მაჩვენებლი გვაქვს აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. არის ხარვეზებიც, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ მოსახლეობაში სანდოობის მაჩვენებელი სასამართლო სისტემის მიმართ საკმაოდ მაღალია.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს არის მოქალაქეების აზრი იმსათან დაკავშირებით, რაც ხდება და ის არ არის გამოწვეული პოლიტიკური და პარტიული ჭიდაობიდან გამომდინარე. გასაგებია, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ინტერესები და მისწრაფებები გააჩნიათ, თუმცა ამ ეს არის ის რეალოიბა, რასაც მოსახლეობა ხედავს და აქედან გამომდინარე გააკეთეს შეფასება".