მიშა როგორ ჩამოვა, ესეც ხომ მტკნარი სიცრუეა

მიშა როგორ ჩამოვა, ესეც ხომ მტკნარი სიცრუეა

პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელ თამარ ჩარკვიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ვერ და არ ჩამოვა დღეს არსებული სასამართლო სისტემისა და იმ კვლევის ფონზეც, რომლის მიხედვით ნაციონალურ მოძრაობას 11 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ისაუბრა.

“მიშა როგორ ჩამოვა, ესეც ხომ მტკნარი სიცრუეა, პირდაპირ გეუბნებით. ჯერ ერთი არ ჩამოვა ამ სასამართლო სისტემაში და არც უნდა ჩამოვიდეს, მეორეც, 11 პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში როგორც ჩამოვა?” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემაში “ბარიერი”