რომან კაკულია:  კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა

რომან კაკულია: კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა

"კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილებაა ორი მიზეზის გამო. პირველი - ყველასათვის გასაგები იყო ,რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო k 2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება და ამის დასასრული , რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა. მეორე მიზეზი - ჩვენ ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ისეთის,რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი არ არის გათვლილი ,არამედ გათვლილია გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე. როგორც წესი ,ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაა ყველაზე რთული და ამ მიმართულებითაც მივესალმები ამ გადაწყვეტილებას,რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით ლოგიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ განვითარებას უზრუნველყოფს.