აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ლუკა კურტანიძე ინიშნება?

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ლუკა კურტანიძე ინიშნება?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, მარტის თვეში აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლუკა კურტანიძე განიხილება.

თავის მხრივ, ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ „ამ გამოწვევისთვის მზად არის".

„თუ ეს საკითხი განიხილება და ვინმე საუბრობს ამ თემაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე აფხაზეთთან მაკავშირებს დიდი ტკივილი, დიდი ტრაგედია და დიდი იმედი, რომელიც მჯერა, ოდესმე განხორციელდება, მეტს ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული შეწირულობისკენ. ერთადერთი ოცნება, რაც იქ დაბადებულ - გაზრდილს მაკავშირებს, არის რომ ოდესმე დავბრუნდეთ იქ საცხოვრებლად. მზად ვარ, თავი შევწირო იმას, რაც არის ჩვენთვის უმთავრესი - აფხაზეთის დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ლუკა კურტანიძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უკვე 6 წელია ვახტან ყოლბაიაა. მან პოსტზე 2013 წლის აპრილში გია ბარამია შეცვალა.