ნინო წილოსანი:  დღეს შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა

ნინო წილოსანი: დღეს შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა

ნინო წილოსანი:დღეს შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყობს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.  მათი უშუალო ჩართულობით და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ისინი ეფექტურ რეაგირებას ახდენენ გამოძიების ეტაპზეც.  შესაბამისად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია,  როგორც გამოძიების ეტაპზე საქმიანობის ეფექტური წარმართვა ასევე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება. დარწმუნებული ვარ დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდა ასევე იქნება წარმატებული გამოძიების მონიტორინგის კუთხით.