მამუკა ხაზარაძის თქმით, მას რომ სცოდნოდა, თანხა, რომელიც წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო, ფულს ხელს არ მოკიდებდა 

მამუკა ხაზარაძის თქმით, მას რომ სცოდნოდა, თანხა, რომელიც წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო, ფულს ხელს არ მოკიდებდა 

„თი-ბი-სი” ბანკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს უკავშირდება, „კვირა“ საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომ თანხა, რომელიც წერეთლების კომპანიისგან ისესხეს და შემდეგ არ დააბრუნეს, წინა დღეს მათივე ბანკიდან წერეთლების მიერვე გამოტანილი სესხი იყო და ეს სესხი, შემდეგ, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით ვადამდე ჩამოწერა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გრძელიშვილი ამბობს, რომ არ იცოდა.

„დიახ, როგორც გამოკითხვისას მამუკა ხაზარაძემ ჩვენებაში აღნიშნა, მან არ იცოდა, რომ ეს თანხა, რომელიც ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ისესხა, მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, მას რომ ეს სცოდნოდა, ის ამ თანხას ხელს არ მოკიდებდა“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.