„ეს არის ოლიგარქების შერკინება, ხაზარაძეს ივანიშვილი უბრალოდ ბანკს ახევს“

„ეს არის ოლიგარქების შერკინება, ხაზარაძეს ივანიშვილი უბრალოდ ბანკს ახევს“

ლეიბორისტული  პარტიის  ლიდერი გიროგი გუგავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის ქვეყანაში ბანკების მაფიოზურ პოლიტიკას აპროტესტებდა და კვლავაც გააპროტესტებს, თუმცა რაც ახლა თიბისი ბანკის ირგვლივ ხდება, ეს არის ოლიგარქების შერკინება. მისი აზრით, აქ ადგილი არანაირ  ფინანსურ მაქინაციებსა და ფულის გათეთრებას არა აქვს. აქ ერთი ინტერესი არსებობს, რომ ხაზარაძეს ივანიშვილმა ბანკი „აახიოს“.

გუგავა ბანკის მეწილეებს მოუწოდებს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან დახურულ კარს მიღმა თათბირი ეშმაკთან გარიგებას ნიშნავს. გუგავა ამბობს, რომ საპრაზიდენტო არჩვნების წინ, ხაზარაძემ მასთან მოლაპარაკება სავარაუდოდ, სცადა, თუმცა როგორც ჩანს არაფერი  გამოუვიდა.

„ახლა ბანკების პოლიტიკაზე საუბრი შორს წაგვიყვანს. ხაზარაძეს ივანიშვილი იმიტომ კი არ სჯის, რომ ბანკის პოლიტიკის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა. არამედ იმიტომ, რომ ის მის გეგმებში უკვე ვეღარ ჯდება და მისთვის ბანკის ახევა გადაწყვიტა. საქმე ოლიგარქიულ შეტაკებასთან გვაქვს. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკი ჩაყლაპოს, რომელიც ქვეყანაში ფინანსურ ამინდს ქმნის.

თუ დააკვირდებით, მისი ხელწერა ასეთია, ის შედიოდა ბაზარზე და რუსეთში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით კონკურენტებს ანადგურებდა. ახლა მას აქ ხელს ვინ შეუშლის, მთელი ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები მის ხელშია. ასევე აქ საქმე ანაკლიის პორტის მშენებლობას ეხება. ხაზარაძის მიზნები რუსეთის რეზიდენტ ივანიშვილის გეგმებთან ვეღარ მოვიდა. მან კრემლისგან მიიღო დაკვეთა, რომ პორტის მშენებლობა უნდა გაჩერდეს.

ვურჩევ ხაზარაძეს კარს მიღმა მოლაპარაკებებს თავი დაანებოს, რადგანაც ივანიშვილთან გარიგება, ეშმაკთან გარიგებას ნიშნავს. მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს სცადა  მასთან კარტების დალაგება, თუმცა რაც გამოუვიდა ვხედავთ. გამოვიდეს და დაუპირისპირდეს. სხვაგვარად მას ბანკს უბრალოდ აახევენ და ვეღარავინ უშველის“, - აცხადებს გუგავა „რეზონანსთან“.