„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი „თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება:
„ჩანჩურა ბანკის „ქართუს" მფლობელი ივანიშვილი ცდილობს ხელში ჩაიგდოს საათივით გამართული ბანკი „თიბისი". ეს არის ბოროტმოქმედება!
დასანახად ვერ ვიტან ვერცერთ ბანკს, მაგრამ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მამუკა ხაზარაძეს და „თიბისის" ამ ბრძოლაში! ნებისმირი გზით და ფორმით დავუდგები მხარში!"
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.