საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლიდან პოლიტიკიდან წავა და მეტ დროს ოჯახს დაუთმობს.
„მე ალბათ აღარ ვიქნები პოლიტიკაში, დავიღალე, ბევრი დავაკელი ჩემს ოჯახს, ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა მოვიდეს - ჩუგოშვილი მომეწონა, ამერიკაში ერთად ვიყავით, როგორი ობიექტურია. რა ინგლისური აქვს, შემშურდა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „ობიექტივი"- ს ეთერში.