„განგვიმარტონ როგორ მოხვდა გერმანიაში პატრიარქის საავადმყოფოში ყოფნის დროს ბლანკი და ბეჭედი და მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა“

„განგვიმარტონ როგორ მოხვდა გერმანიაში პატრიარქის საავადმყოფოში ყოფნის დროს ბლანკი და ბეჭედი და მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მთავარი პროკურატურისგან მოითხოვს „ციანიდის საქმე“ გადაკვალიფიცირდეს პატრიარქის მკვლელობის მცდელობის საქმედ. ასევე, დადგინდეს ამ საქმეში დეკანოზ გიორგი მამალაძის თანამონაწილეობის, თუ არათანამონაწილეობის საკითხი, მათ შორის დადგინდეს დეკანოზის, ირაკლი მამალაძის, სოსო ოხანაშვილის და ტარას შავშიშვილის ჯგუფის უკან მდგომი პირების მონაწილეობის საკითხი.

for.ge არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

მთავარი პროკურატურისგან მოითხოვთციანიდის საქმისსაქმის პატრიარქის მკვლელობის მცდელობის საქმედ გადაკვალიფიცირებას. რატომ, რის საფუძველზე ითხოვთ საქმის გადაკვალიფიცირებას?

არჩილ გამზარდია: რაც დრო გადის, მით უფრო მეჩვენება, რომ პატრიარქის წინააღმდეგ პროცესის უკან საქართველოს ხელისუფლების სპეცსამსახურებია. ცხადია, არც პატრიარქის თემაა ტაბუდადებული, არც კრიტიკის სივრცე, თუმცა ეს ამბავი რომ ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურში იხარშება, ცხადად ჩნდება. პეკულაციები „ციანიდის საქმეზე“ არ წყდება. თავიდან ვლაპარაკობდი, რომ თუ პროკურატურა კვალიფიკაციას სწორად არ შეუსაბამებდა, ეს პროცესი გაგრძელდებოდა ძალიან ცუდად და მათ შორის ეკლესიის წინააღმდეგაც. მე პირადად არ მჯერა იმ ბრალდების, რა ბრალდებითაც განისაჯა დეკანოზი.

საუკანის საქმე უწოდეს საქმეს, რომელშიც ჩართული იყვნენ, პრემიერ–მინისტრი, მთავარი პროკურორი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩაფრინდნენ გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაციას უკეთებდნენ და ამ ყველაფრის საერთო შედეგი იყო, ერთ–ერთი რიგითი დეკანოზის მხრიდან მკვლელობის მცდელობის საქმე. ამიტომ, ამ ნაწილში რაკი მხოლოდ დეკანოზ მამალაძეზე გადატყდა ჯოხი და დანარჩენმა ყველამ თავისუფლად „ამოისუნთქა“, ეს ერთი მხრივ დეკანოზ მამალაძის მიმართაც არის უსამართლო.

როგორ ფიქრობთ, წრე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი დეკანოზი?

– რა თქმა უნდა. ჩვენ გვახსოვს პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადება, რომ საპატრიარქოში წლების განმავლობაში მოქმედებდა ოთხეული: დეკანოზი მამალაძე, სოსო ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი და თავად, ჟურნალისტი ირაკლი მამამალაძე, რომლებიც დრო და დრო ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, სხვადასხვა სასულიერო პირების, მათ შორის სინოდის წევრების მიმართ, რომელიც მათ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ისინი კონკრეტული სასულიერი პირების წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო თვითმართვადი ჯგუფი, რომლის უკანაც არ ყოფილიყვნენ მაღალი იერარქები.

ამაზე ვლაპარაკობ მას შემდეგ, რაც პატრიარქის ოპერაციის წინა დღეებში დავდე პირველი სტატუსი, რასაც მოჰყვა შემდეგ მთელი ეს პროცესი. ამ პოზიციას მკაცრად ვინარჩუნებ დღესაც. პატრიარქის ქორეპისკოპოსმაც გააკეთა განცხადება, რომ ამ ბრალდების არ სჯერა და, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, ქორეპისკოპოსის პოზიცია ეკლესიის პოზიციად განიხილება, მაგრამ ხელისუფლება ამ მხრივ არ არის დაინტერესებული.

აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა იყოს ხელისუფლება დაინტერესებული საქმის გამოძიებით? მართლაც, ეს არის საუკუნედ წოდებული საქმე, სადაც ბევრი კითხვის ნიშნებია. მამალაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ისე, რომ ამ დრომდე გამოძიებამ ვერ თქვა, ვისგან შეიძინა ციანიდი, მაშინ, როდესაც მასზე ხორციელდებოდა თვალთვალი...

– მარტო ციანიდის შეძენაზე არ არის კითხვა, მთელი რიგი შეკითხვებია. მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა და შემდეგ პრემიერ–მინისტრმა პირდაპირ მიანიშნეს, რომ საქმე ეხებოდა პატრიარქის მკვლელობის მცდელობას. დღეს ბევრს საუბრობენ და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვიცი, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ დაინტერესებულია სასულიერო პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით. სუს–ის მხრიდან ხორციელდება ფარული თვალთვალი სასულიერო პირებზე. შიგნით აგენტურას გზავნის ხელისუფლება, რომ სასულიერო პირების შანტაჟისთვის გარკვეული ინფორმაცია მიიღოს.

რატომ, რა მიზნით ხდება სასულიერო პირებზე ინფორმაციის მოგროვება სუსის მიერ?

– ჩვენ ვიცით, იყო გარკვეული საკითხები, რომელზედაც პატრიარქის პოზიცია იყო მკაფიო, მათ შორის მარიხუანას საკითხზე. სწორი იყო თუ არა, მე ფაქტს ვამბობ, და პატრიარქის პოზიციამ ხელისუფლებისათვის მოვლენების სასურველი მსვლელობა ვერ მიიღო. პატრიარქის ამ პოზიციას მოჰყვა კიდევ უფრო აქტიური კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მე არ ვეკუთვნი კატეგორიას, ვისაც მიაჩნია, რომ პატრიარქის თემაზე მსჯელობა ხელშეუხებელია. პატრიარქი შეიძლება გახდეს კრიტიკის ობიექტი და სწორია, როცა არის კრიტიკა, უნდა იყოს მასზე მსჯელობა, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, რომ ორგანიზებული პროცესი მიდის პატრიარქის წინააღმდეგ, სადაც მამალაძის ფაქტორის გამოყენებაც ხდება. პირველ რიგში ეს გარედან კარგად ჩანს.

პროცესებს თუ დაკავკვირდებით, ჩანს, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული და შეკრული ჯგუფი, მაგრამ თქვენი ინფორმაციით, ეს არის ჯგუფი, რომელიც ეკლესიის გარეთ მოქმედებს, თუ ჯგუფი, რომელიც ეკლესიის შიგნით მოქმედებს, ანუ - სასულიერო პირები? ხშირად მეუფე პეტრეზე კეთდება აქცენტი და მის ჯგუფზე...

– ვფიქრობ, ეს არ არის რაღაცა ერთიანი ჯგუფი. ეს არ არის მარტო რაღაცა ჯგუფი, არამედ სპეციალისტები, რომლებიც ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ და მათ შორის პატრიარქსაც. რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის ღია ადამიანია, ის ყველაზე ნაკლებად არის მავნე მაგ საკითხებში და თან ძალიან ბევრ საგულისხმო საკითხსაც ამბობს. მეუფე პეტრე ძალიან ბევრ ისეთ თემებზე საუბრობს ღიად, რაზედაც ჩვენ სულ ვლაპარაკობდით და ჩვენზე ადრე კიდევ სხვები ლაპარაკობდნენ, მაგრამ მეუფე პეტრე რაღაცას არ ამბობს.

მაგალითად რას არ ამბობს?

– ამიტომ მივმართე, რომ თუ ამბობ, ბოლომდე უნდა თქვა. საინტერესოა მეუფე პეტრე რატომ არ ამხელს იმ ეპისკოპოსებს, რომელთა თავგასულობის გამოც მიაჩნია დეკანოზი მამალაძე დაჩაგრულად. თუ ერიდება იმას, რომ მერე თავადაც ბევრი დამატებით კითხვაზე მოუწევს ახსნა–განმარტების მოცემა? როდესაც დეკანოზ მამალაძეს „ბედუკაძედ“ მოიხსენიებს, ცხადია, მეუფე პეტრე ვალდებულია დააზუსტოს თუ ვისზე მუშაობდა ეს საეკლესიო „ბედუკაძე“, რომელ ეპისკოპოსზე, რა მიზნებით. თავად მეუფე პეტრე რა ინტერესობრივ კავშირში იყო ამ საეკლესიო იერარქებთან და რატომ დუმდა და დუმს ამ საკითხზე მთელი ეს ხანი.

მეუფე პეტრეს პოზიციებს ბევრ რამეში ვიზიარებ, ვეთანხმები, თუმცა როდესაც ნახევრად ამბობს და ნახევრად დუმს, ეს არაა სწორი და თავის კერძო ინტერესების უპირატესობას აჩვენებს ზოგად სატკივარზე. არიან სხვა სასულიერო იერარქებიც.  რამდენიმე დღის წინ გავასაჯაროვე, როგორ დაინიშნა მეუფე გერასიმე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად სწორედ იმ დროს, როდესაც პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა. იმ ვითარებაში ბლანკი და ბეჭედი არანაირად არ უნდა ყოფილიყო გერმანიაში. საინტერესოა, განიმარტოს როგორ მოხდა იმ დროს, იმ მოცემულობასა და ვითარებაში მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ სწორედ მეუფე გერასიმეს ეპარქიამ გაავრცელა უწმინდესის ვიდეო, დაჩეხილი, რომელიც პატრიარქის საუბრის ინტერპრეტაციის საშუალებას ქმნიდა, თუმცა მოგვიანებით სრული ვიდეო სხვა წყაროებმა გაავრცელეს. იმედი მაქვს, იმისათვის, რომ მცდარი მოსაზრებები და ეჭვები არ გაგვიჩნდეს, სათანადოდ განგვიმარტონ, როგორ და რატომ მოხვდა გერმანიაში, პატრიარქის საავადმყოფოში ყოფნის დროს, ბლანკი, ბეჭედი და ა. შ. და როგორ მოხდა მეუფე გერასიმესთვის ახალი ეპარქიის გადაცემა, ვის მიერ და რატომ ასე საჩქაროდ.

ლაპარაკია პატრიარქის დისშვილზე მიტროპოლიტ დიმიტრიზეც, რომელიც პირდაპირ ამ ადამიანების უკან იდგა და ძალიან დაახლოებული იყო მამალაძესთან და თავისთავად სოსო ოხანაშვილთან. არიან სასულიერო პირები, რომლებზეც თავის დროზე ფორმალურადაც კი არ დაიწყო საქმის ძიება. ისევ და ისევ ხელისუფლებამ არჩია, რომ ღია პროცესის ნაცვლად, გარკვეული შიდა ფარული კომპრომატები ჰქონდეთ სხვადასხვა სასულიერო პირის მიმართ.

არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ მზადდებებოდა და ალბათ ახლაც მზადდება შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ, რომ საპატრიარქოში არის კიდევ სხვა ჯგუფი, რომელიც პატრიაქთან შეუთანხმებლად მოქმედებს. თუ გავითვალისწინებთ პატრიარქის ბლანკი და ბეჭედი არ უნდა ყოფილიყო გერმანიაში, შეიძლება ითქვას, რომ საპატრიარქოს შიგნით მოქმედებს მეუფე გერასიმეს დაჯგუფება?

– მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ეს არის ფაქტები. არ უნდა ყოფილიყო ბეჭედი და ბლანკი სხვის ხელში. პატრიარქი იმ მდგომარეობაში ვერ დანიშნავდა ვერავის, ეს შეუძლებელი იყო. პატრიარქი, რომელიც იმ დღეებში უძლური იყო და არანაირი სამართლებრივი სამუშაოს წარმოება არ შეეძლო, რატომ წაიღებდა ბეჭედს და ბლანკს? ეს კითხვა მაქვს მეც, რატომ აღმოჩნდა ეს ყველაფერი გერმანიაში? თავისთავად ცხადია, ეს შეკითხვები შეკითხვებად რჩება.

რატომ არ ცვლის პოზიციას ხელისუფლება, რატომ გადატყდა მეთელი ჯოხი მხოლოდ დეკანოზ მამალაძეზე? - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება რაღაცა პროცესებში იყო გარეული ისევე, როგორც ეს ოთხეული, რომლებიც კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ მოქმედებენ, მაგრამ საერთო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ დეკანოზი გახდა განტევების ვაცი.

მაშინ, როდესაც არსებობენ კონკრეტული სასულიერო იერარქები, რომლებიც ძალიან მშრალი გამოვიდნენ ამ საქმიდან, როდესაც სოსო ოხანაშვილი წასულია რუსეთში და მშვიდად მუშაობს, მასთან შეკითხვები არ არის. თუმცა, აქაც არის ვერსია, რომ სოსო ოხანაშვილი ისეთ კომპრომატებს ფლობს სინოდის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომ მისი სინოდის დიდი ნაწილს ეშინია.

ანუ, სასულიერო პირებს ეშინიათ არ გამოაქვეყნოს მათი მაკომპრომატირებელი ინფორმაცია?

– რასაკვირველია, კომპრომატები, რომ არ გაავრცელოს ამიტომაც იყრუებენ ამ პროცესს. მამალაძე ოქროს მოწმეა და თავისთავად მოწმეთა დაცვის პროგრამა იცავს, მაგრამ იგივე ტარას შავშიშვილის მიმართ ეს შეკითხვები რატომ არ არის? ისიც ეტყობა, რომ ხელისუფლება და ეკლესია ბოლო პერიოდში ბევრ საკითხში ერთმანეთთან კონფლიქტის რეჟიმში იმყოფება. სავსებით შეიძლება ხელისუფლება დაინტერესებული იყოს და ამიტომ ფარულად, გახმაურებულად, თუ ხილულად ეკეკლუცებიან ეკლესიას და სასულიერო პირებს, მაგრამ სპეცსამსახურები მოქმედებდნენ კონკრეტული პირების წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ პატრიარქი დაუძლურებულია და არ არის იმ ასაკში, ეფექტურად აკონტროლოს პროცესები.

პროკურატურისგან ითხოვთ, გამოავლინოს ის სასულიერო იერარქები, ვინც იდგნენ დეკანოზი მამალაძის, ირაკლი მამალაძის, სოსო ოხანაშვილისა და ტარას შავშიშვილის ჯგუფის უკან. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ დგას ამ ჯგუფის უკან, რამდენად გავლენიანია ეს ჯგუფი, რომლებმაც შექმნესციანიდის საქმე“ და, რომელიც რეალურად არც არის გამოძიებული?

– არაფერი არ არის გამოძიებული, რაღაცა მომენტში აიყვანეს ერთი კონკრეტული დეკანოზი, რომელიც ციხეშია, მეორე პირი თავისუფლად დადის, მესამე რუსეთშია და პროკურატურას არც მოუწადინებია მის მიმართ სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, ანუ ძიება. აქ ლაპარაკია სერიოზულ ჯგუფზე, კერძოდ სინოდის წევრებზე, რომლებიც ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული და მათ შორის ძალიან მძიმე საქმეშიც. როგორც წესი, ასეთ დროს, ხშირად უახლოესი წრე არის პროცესში ჩართული და საკმაოდ გავლენიან პირებზე იყო საუბარი.

ვინ არიან ეს გავლენიანი პირები?

– ეს გავლენიანი პირები მოქმედებენ საგარეო წარმომადგენლობის კუთხით. დღეს, ჩვენთან რატომღაც მიღებულია პასაჟი, რომ რუსული გავლენა ქართულ ეკლესიაშიც არის. ბუნებრივია, ვეთანხმები ამ განცხადებას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რუსული. არის კიდევ არაერთი ქვეყანა, რომლის აგენტურასაც წარმოადგენს დღეს სინოდის გარკვეული წევრი. ეს არის სხვადასხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლობის საკმაოდ დიდი სივრცე, გარდა იმ სასულიერო პირებისა, რომლებიც არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყნის ლობს.

ეს არის მეუფე გერასიმეს ჯგუფი, რომელსაც ცალკე გავლენები აქვს სინოდზე?

– აქ არის ლაპარაკი მინიმუმ მიტროპოლიტ დიმიტრიზე, გერასიმეზე, პეტრეზე, მაგრამ მას გამოვყოფდი. კი, ის გარკვეულ თანაკვეთაში არის გარკევულ სასულიერო პირებთან, მაგრამ მეორე მხრივ მან სხვა გზა აირჩია და მას აქვს მართლაც მძიმე, მაგრამ ძალიან ანგარიშგასაწევი განცხადებებიც, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან და ბევრ სხვა საკითხთან მიმართებაში.

არის გარკევული ჯგუფი, რომლებიც იდგნენ ამ ოთხეულის უკან, რომლებიც მართავდნენ პროცესებს და რომლებიც სავსებით შესაძლებელია ახლაც მნიშვნელოვანწილად არიან ჩართული პროცესებში, მათ შორის ხელისუფლების სპეცსამსახურებთან ერთად. ზოგიერთი შეიძლება იყოს კომპრომიტირებული და მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ვთქვი, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ეძებენ კომპრომატებს მაღალი სასულიერო იერარქებზე და არის რაღაცა საკითხები, რომელიც ციანიდის საქმეში მაღალი სასულიერო იერარქიის მონაწილეობასაც გულისხმობს. მაგრამ ამის დადგენას ხელისუფლება არ ცდილობს იმიტომ, რომ ეს ადამიანები გამოიყენონ ინსტრუმენტად. თუ ერთ შემთხვევაში ხელისუფლების სამიზნე შეიძლება იყოს პატრიარქი, ეს ადამიანები უნდათ გამოიყენონ პატრიარქის წინააღმდეგ.

რა ფაქტების საფუძველზე აცხადებთ ამას?

– გარედან ეს ასე მკაფიოდ არ ჩანს, მაგრამ მე ვიცი, რომ სინოდის მნიშვნელოვანი წილი, მათ შორის პატრიარქიც დაპირისპირებულია დღევანდელ მმართველ ძალასთან. ამიტომ, ეს არის ფაქტები. რაღაცეები ვამტკიცოთ ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დიდი ჯაჭვი, რომელიც თავის თავს ავლენს და ამ პროცესებს ვხედავთ. ვიღაცის დაწინაურება იმ დროს, როდესაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ, ეს ხომ ფაქტია? – ის, რომ ეს ოთხეული არსებობდა და ამ ოთხეულის ერთ–ერთმა წევრმა სხვებს დაასწრო და მერე ამ ჯგუფის საქმიანობაზეც ისაუბრა, ესეც გახსნილი ფაქტია.

ის, რომ ამ ჯგუფების უკან მაღალი სასულიერო პირები იდგნენ, ესეც ფაქტია და კონკრეტული პირები, ვისთან იყვნენ თანაკვეთაში, ესეც ღია და ფაქტობრივი მოცემულობაა. ვითომ მიაჩუმათეს ეს პროცესი, ჩასვეს დეკანოზი, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხი დახურულია, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ასე არ გაპასიურდებოდა ეს საქმე. სულ ვამბობდი, რომ ეს არის ნაღმი, რომელიც დრო და დრო აფეთქდება-თქო, შეიძლება ძალიან მძიმედაც აფეთქდეს და ძალიან ცუდად მოიყოლოს ნანგრევებში ბევრი სასულიერო პირიც დამსახურებულად, ეკლესია, რაღაც ნაწილში - დაუმსახურებულად. ვხედავთ, რომ ახლაც ამ პროცესის რაღაცა ახალი ეტაპი იწყება.

 

სოციალისტი რა შენი საქმეა?! ვინ ხარ, რას არამკითხე მოამბეობ?! წადი შვილო რაღაც საქმე გააკეთე, რაღაც ღირებულება შექმენი, გინდ მატერიალური, გინდ სულიერი! რომელი თეოლოგი ან გამომძიებელი შენ მყავხარ, რა გინდა, რას არ გასვენებს გამჩენი!
5 წლის უკან
konfuci ასე ვფიქრობთ ჩვენც,მადლობა ბატ.არჩილს ასეთი ზუუსტი ანალიზისთვის!
5 წლის უკან
გრიგორი ბევრი საინტერესო ფაქტი აღნიშნა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ზუსტი ანალიზია! თანაც აკლია კონკრეტიკა.არის მხოლოდ რაღაც მინიშნებები. ერთი რამ ცხადია: მიდის გააფთრებული ბრძოლა პატრიარქობისათვის და ამ ბრძოლაში ჩართულია როგორც ეკლესია , ისე შიდა და გარე პოლიტიკური ძალებიც !
5 წლის უკან