სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევსლ ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული მიულოცა.
„ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა „აწ განუტევე მონა შენი სიტყვისაებრ შენისა“, ეს სიტყვები „აწ განუტევე მონა შენი“ უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი მომზადებული უნდა იყოს მომავალი ცხოვრებისათვის. ადამიანი უნდა ემზადებოდეს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია. განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ და მშვიდობით წავიდეთ. მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის, გარდაცვალებისთვის. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, – განაცხადა პატრიარქმა.