"ხაზარაძეს ფულის "დაყაჭვა“ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ბიძინას სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „თიბისი ბანკის“ სკანდალურ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ზუსტად 20 წლის წინ შევარდნაძემ პარლამენტში გამოსვლისას გოგი თოფაძეს უთხრა: "დროა ჩემო გოგი ფული დაყაჭო"-ო.

ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ ისტორიას ვიმეორებთ ცოდნის დედასავით.

ეხლა დროა მამუკა ხაზარაძემ "დაყაჭოს" ფული. "დაყაჭვა" ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ბიძინას სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ. მხოლოდ კონდოლიზასთან გადაღებული სურათები ვერ უშველის მაგ საქმეს“, წერს ოქრუაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ გასულ თვეს გამოძიება “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით შემოსავლების  უკანონო ლეგალიზაციის  ფაქტზე დაიწყო, რომლის მთავარი ფიგურანტები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან. 

საქმეს ეხება 2008 წელს აპრილში და მაისში მომხდარ ფაქტს, ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა  შპს "სამგორი თრეიდმა“ და შპს "სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკისგან", დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარის მიიღეს. ამის შემდგომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ  იგივე ოდენობის 17 მილიონი დოლარი ისესხეს აღნიშნული კომპანიებიდან. "სამგორი თრეიდს“ და შპს "სამგორი M”-ს  აღნიშნული სესხები ბანკიდან ჩამოეწერათ ვალების გასტუმრების გარეშე.

გამი ამას რა უხარია
6 წლის უკან