„ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა’‘, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში, ეს არის მათი პრეროგატივა. ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, არის უმძიმესად სერიოზული და საჭიროა გარკვევა. ამას ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.