„ძალიან ძლიერი ორგანიზაციაა „თიბისი” და არ მგონია, რომ მას თავის დაცვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „თიბისი ბანკის” გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„თიბისი” არ არის იმდენად უმწეო ორგანიზაცია, რომ მას არ შეეძლოს მაღალკვალიფიციური ადვოკატის მომსახურეობის შეძენა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ თანაბარი იქნება პოზიციები, თამაშის წესებიც არის თანაბარი და სიმართლე დადგინდება ძალიან მალე. ამ საქმეზე ხანდაზმულობა რომ გასული იყოს, საქმის წარმოება უბრალოდ ვერ დაიწყებოდა. ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, უნდა დაველოდოთ მიმდინარე პროცესებს სამართლებრივ ჭრილში. ამ პრობლემას როგორც ჩანს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, ქმნის ე.წ. ოფშორული სივრცეები, რომელიც ამ პროცესებს გაუმჭვირვალეს ხდის. მემგონი საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა უნდა მივიდეს იქამდე, რომ ოფშორული სივრცეები გაქრეს ან მკაცრ რეგულირებას დაექვემდებაროს,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.