„თიბისი ბანკის“ აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„ბანკის აქციონერების მიმართ ბუნებრივია შეკითხვები შეიძლება არსებობდეს. ბუნებრივია ბანკის აქციონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება რომ ამ შეკითხვებს გასცენ შესაბამისი პასუხები. როდესაც მიმდინარეობს პროცესი და ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში იქცეს უფრო მეტ დამაზიანებელ ფაქტორად, ასეთ შემთხვევაში განრიდება და განცალკევება ბანკის ხელმძღვანელი პირების და იმ პირების ვის მიმართაც არის შეკითხვები, შეიძლება იყოს გარკვეულწილად ახსნილი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.