შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არ მქონია ასეთი საუბარი. მეორე – ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ.
„თიბისი ბანკის“ მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის. ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ “თიბისი ბანკი” არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან”, – განაცხადა გახარიამ.