პუბლიცისტ დავით კალანდიას პოსტი სოციალურ ქსელში.
“ნეიტრალის ქურქში გახვეული მიშისტი. როგორ უნდა გამოიცნო მიშისტი? სიტყვაზე, დამეგობრებას გთხოვთ ვიღაცა! სტანდატული სახელით (მაგ. ბონდო) ასეთივე სტანდარტული გვარით (მაგ. სტეფნაძე). არ იცნობთ-არ გიცნობთ, მაგრამ დამეგობრებაზე თხოვნას გიგძავნით გიგზავნით.
ფოტოზე საშუალო ზომის ღიპის მფლობელია გამოხასული, ან მარტო დგას, ან ასეთივე ჩამოსხმის მეგობრებთან ერთად. დგანან, ობიექტივში იყურებიან, უკან სუფრა ბრწყინავს, თითზე პერსტენი, თვალებში თვითკმაყოფილება, შიშველ ფეხზე სანდალი.
არ იცნობთ იმ ჰიპოთეტიურ ბონდოს. გსურთ გაიგოთ, ვინ არის და რა უყვარს. აბა, ყველა გამვლელ-გამოვლელს ხომ არ შეიკედლებთ, არა?
არა!
შებრძანდებით მის კედელზე! ნახულობთ სურათებს: ეკლესიები, მთა-გორიანი ხედები, დომკრატების კოლექცია, კუელიოს გამონათქვამები, მონიკა ბელუჩი ძუძუებით, ნატალი პორტმანი უძუძუებოთ, საქართველოს რუკა, ფეხბურთის ფინტი, აკაკის დანაბარები, ხინკლის მსხვილი გამოსახულება, ისევ მეგობრების ფოტო (ღიპი, სიქაჩლე, მოკლე კისერი, ძმაკაცური ჩახუტება), პორშეს წინხედი, გვერდხედი, ქვედხედი, ტელეანძა… ვააა, ფიქრობთ, ვინ არის, რა უნდა ცხოვრებაში, დავიმეგობრო თუ არა? ჩადიხართ-ჩადიხართ-ჩადიხართ ქვემოთ და, უცებ:
გოგონა კიზირიას სადღესასწაულო ფოტოსურათი მძვინვარე ოკეანეს ფონზე, ერთ ხელში პატარძლის თაიგულით, მეორეში დიდი ბრანწით.
და ბონდოს მინაწერი: “დიდხანს სიცოცხლე ქალბატონო პროფესორო, და მალე გვენახოს თქვენი ტრიუმფალური ჩამოსვლა”. და ჰოპა, ხვდები, რომ ვერ გაუძლო ცდუნებას, გაიშიფრა, ბუნებამ უყივლა, მოდუნდა და დადო კედელზე ის, რისი არდადება არ შეეძლო.
მერე ისევ პეპლების, ბუზების, რწყილებისა და ბუბა კიკაბიძეების სურათები, მაგრამ გვიანა, უკვე ვიცით, რომ მტერს უნდა ჩვენთან შემოძრომა და ჰაერის გაფუჭება.”– წერს დავით კალანდია.