ვინ არის მამაკაცი ვინც ლადო ბედუკაძე სცემა

ვინ არის მამაკაცი ვინც ლადო ბედუკაძე სცემა

ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, ფიზიკურად ყოფილი პატიმარი 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე გაუსწორდა.

ნაზღაიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა. ის ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი. პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ მას კომენტარი არ გაუეკეთებია.

არსებული ინფორმაციით, თენგიზ ნაზღაიძე სასჯელს იმ ციხეში იხდიდა, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა.

ლადო ბედუკაძე თავდასხმის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობას" უკავშირებს. ციხის კადრების ავტორმა ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას ჩვენება უკვეს მისცა.

ციხის კადრების ავტორს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დღეს დაესხნენ.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.