არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ოპოზიცია ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებს იწყებს. კამპანიას "მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად" 21 პარტია უერთდება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი, "ქართული ოცნების" გარდა, თანხმდება, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და არა იმ მახინჯი სისტემით, რომელიც დღეს არსებობს.
"მთელ საქართველოში გავიშლებით და მოვაგროვებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა "ქართული ოცნება" ამ მილიონ ხმას" - აცხადებენ პოზიციაში.
როგორც "რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, მოთხოვნა კატეგორიული უნდა იყოს, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორიცული სისტემით ჩატარადეს.
"შეიქმნა ისეთი პოლიტიკური მოცემულობა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, ეს არის სახელმწიფო პროცესის ნაწილი. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ნორმალურად წარიმართოს, აუცილებელია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვტილების მიღება. გადაწყვტილება მიღებულია, მაგრამ მმართველი გუნდის განცხადებებია გაუგებარი, 2020-ში მაჟორიტარული სისტემა დავტოვოთ და 2024-ში ჩავატაროთ პროპორიციული სისტემითო. ანუ, 4 წელი კიდევ გვაცადეთ ხელისუფლებში ყოფნაო.
მოთხოვნა უნდა იყოს კატეგორიული, რომ მალე მოვიშოროთ ეს მანკიერი სისტემა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ პროპორციული სისტემით და ეს არ არის მხოლოდ რომელიმე პარტიის და ჯგუფის ინტერესი, რადგან მაჟორიტარული სისტემის არსებობა შეუძლებელი ხდება, არა იმიტომ, რომ არ ვარგა, ჩვენთან მიიღო მახინჯი ფორმა. მაჟორიტარები მხოლოდ საკუთარი ბიზნესის პატრონობით არიან დაკავებული და გარიგებაში მიდიან ხელისუფლებასთან.
გასაგებია, რომ დღეს ხელისუფლებში სრული საგიჟეთია და მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მხოლოდ რესურსის იმედად არიან დარჩენილი, რესურსის მონოპოლისტები არიან, მაგრამ წინაამდეგობის გაწევა მათვისვე იქნება ცუდი. რაც მალე დათანხმდებიან, მით უკეთესი, მერე გვიან იქნება. ისიც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ყოველთვის არც უმრავლესობა ეყოლებათ," - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.