მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას!

მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას? – იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას!

თუ ჩვენ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე, სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით.

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე მოსამართლე ისევ გაამწესა უვადოდ. იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტმა დაიწყო უვადოდ განმწესების თაობაზე მსჯელობა, არ იცდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არ ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას და პარალელურ რეჟიმში აგრძელებს მოსამართლეთა უვადოდ განმწესებას. ეს კიდევ ერთი არგუმენტია ჩემთვისაც და ამ იდეის მხარდამჭერებისთვისაც, რომ სწრაფად მოხდეს შეჩერება მოსამართლეთა უვადოდ განმწესების.

თუ ჩვენ დარჩენილ, იმ ვაკანტურ პოზიციებზე, სადაც უვადოდ არ არიან ჯერ მოსამართლეები დანიშნული, ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას, რისთვის ვაკეთებთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ახალ მოდელს, რატომ და რისთვის ვასწორებთ იმ მრუდე პრაქტიკას, რომელიც შეიქმნა უვადოდ განმწესების პროცესში, როდესაც გამოსაცდელი ვადის დასრულდებამდე ხდება მოსამართლეთა გადანიშვნა, რას ვპასუხობთ მოქალაქეებს, რომლებიც წუხან, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ჩაიკეტება“, – აცხადებს ეკა ბესელია.