არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა

არანაირი გაუგებრობა და დაპირისპირება არ იყო, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადებები ხომ არ შეიძლება ჩათვლილიყო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების პირველ ეტაპად.

“არანაირი გაუგებრობა არ იყო, აბსოლუტურად, არც დაპირისპირება. ეს სამუშაო შეხვედრა იყო და ჩვენ პრინციპებზე ვთანხმდებით, თუ გვინდა რომ შინაარსობრივად ფორმა შევარჩიოთ. მთავარი არის, რომ პრეზიდენტი იყოს ინფორმირებული და ეს ამ ეტაპზე არსებული კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილია, თუ დამატებით გვინდა ფორმა შევცვალოთ და გავაძლიეროთ, აქაც დარწმუნებული ვარ პრემიერიც, მთავრობაც, პარლამენტიც მზად არის. კომუნიკაციის პრობლემა მით უმეტეს საერთო ეროვნულ ინტერესებზე არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლია სესიაშვილმა.