რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონი ცდილობს, ვენესუელას შეიარაღებული ძალების ამბოხებისკენ წაქეზებას.
მარია ზახაროვას თქმით, ეს იმაზე საუბრობს, რომ აშშ-მა ძალის გამოყენებით კონფრონტაციული სცენარი შეარჩია ნდა ცდილობენ, რომ ვენესუელას მოსახლეობაში სიძულვილი გააღვივონ.
"აშშ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზეწოლის ყველა საშუალებას იყენებს, დაწყებული მანიპულირებიდან დამთავრებული პირდაპირი შანტაჟითა და სიძულვილის გაღვივებით. ზემოქმედების მთავარი ობიექტი ვენესუელას შეიარაღებული ძალებია. მათ ღიად მოუწოდებენ ამბოხებისკენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ს მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება და კანონიერი ლიდერის დამხობაა“.
„პარალელური სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის ფორსირებას აშკარა შედეგი არ მოაქვს, ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების რაოდენობა დასახულ მასშტაბებს არ აღწევს. შიდა ოპოზიციის კონსოლიდირება ვერ ხერხდება, ხოლო თვითგამოცხადებული ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერა სხვადასხვა ნიუანსებით არის განპირობებული“, - დასძინა მან.