მთლიანად პროცესია არასწორი, ამიტომ ვისი ადგილი არის ან არ არის უსაფრთხოების საბჭოში, აზრს მოკლებულია

მთლიანად პროცესია არასწორი, ამიტომ ვისი ადგილი არის ან არ არის უსაფრთხოების საბჭოში, აზრს მოკლებულია

ვიწროპოლიტიკურ კონიუნქტურაზე სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების მორგება არის მცდარი ნაბიჯი და ძალიან ძვირი დაუჯდება უსაფრთხოების საბჭოს, -ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განუცხადა. ქუთელიას თქმით, ახალი კანონპროექტი ყველანაირი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და „,მცდარი მექანიზმია ბევრი მცდარი გადაწყვეტილების გამოსწორების“.

„მთლიანად ეს პროცესია არასწორი, ამიტომაც ვისი ადგილი არის და არ არის ამ ორგანოში, ყველა აზრს არის მოკლებული. ამით ამ საბჭოს არაფერი არ შეემატება, პირიქით, ახალ ქაოსს შექმნის. საბჭოს იდეა არ არის პოლიტიკის შემუშავება, პირიქით, საბჭომ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა კრიზისულ სიტუაციებსა და დროულ უსაფრთხოებაზე. ხოლო ტექნიკური ორგანოს შექმნით ასეთი პასუხისმგებლობის აღება და გადანაწილება ვერ მოხდება. ამიტომაც ეს არის მცდარი პროცესის კიდევ უფრო მცდარი გაგრძელება. თუმცა ვფიქრობ, ყველას ვისაც კანონითა და კონსტიტუციით აქვს ვალდებულება რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

შეგახსენებთ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით ,,საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა და იქ პრეზიდენტი ვერ იქნება“. პრეზიდენტი კი უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვს.