"ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე" - ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე საუბრობს. საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია დღეს შეკრებას გეგმავს. დღეს კი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საბოლოო პოზიციებს შეაჯერებენ.
შეხვედრას 21 პარტია დაესწრება. მთავარი განსახილველი საკითხი მომავალი სტრატეგიაა.
"პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს სრულიად ყველა პოლიტიკური პარტია მინუს "ქართული ოცნება," ასე რომ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე, არა პოლიტიკურ პარტიებთან და არა ოპოზიციასთან არამედ ქართულ მოსახლეობასთან,"-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.