თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ აკავებს

თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ აკავებს

 “თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა. კილაძემ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და მის ირგვლივ დაწყებულ აზრთა სხვადასხვაობაზე გააკეთა კომენტარი. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

„უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.