„არასწორია ბესელია და ე.წ. ახლების გამიჯვნა, ეს ძალიან ცუდია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ”, – ეს კომენტარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ბესელიასა და უმრავლესობის ნაწილს შორის გუნდში დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა.
„არასწორი არის ბესელია და ე.წ ახლების გამიჯნვა, ეს ძალიან ცუდია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ. ასევე მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ამ ტერმინოლოგიით საუბრობს. ჩვენ ვართ გუნდი, არ არსებობს ძველი და ახალი, აქ არსებობს ღირებულებები და ეს არის ის ღირებულებები, რაც აერთიანებს “ქართულ ოცნებას” და მასში შემავალ ყველა წევრს. მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველვყოფ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ყველა აზრის მოსმენის შესაძლებლობა იყოს. ვეცდები მაქსიმალურად, რომ შევაჯერო პოზიციები”, – აცხადებს ოხანაშვილი.