"ამ ქალბატონმა თვითონ დაიკნინა თავი და ხელი მოაწერა უპატარძლო ქორწილზე" - ეს განცხადება ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას გააკეთა.
ანალიტიკოსი პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას და ამ საბჭოში პრეზიდენტის არ ყოფნის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ საბჭოში არ იქნება ქვეყნის მთავარსარდალი, საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ხუხაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა, ისევე როგორც პრეზიდენტი -"გაუგებრობაში არიან".
"ამ ქალბატონმა თვითონ დაიკნინა თავი და ხელი მოაწერა უპატარძლო ქორწილზე. გაუგებრობაში არიან, საერთოდ რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ. ან საერთოდ ეს უსაფრთხოების საბჭო რაში სჭირდებათ, ფუნქციაც არ ესმით, არ აქვთ სწორად გააზრებული,"-აცხადებს გია ხუხაშვილი.