„რაც სააკაშვილმა ბავშვობაში ვერ ითამაშა და დედამისმა დაბებიამისმა ტერორში ამყოფეს, ახლა ბავშვობის სურვილი აისრულა“

„რაც სააკაშვილმა ბავშვობაში ვერ ითამაშა და დედამისმა დაბებიამისმა ტერორში ამყოფეს, ახლა ბავშვობის სურვილი აისრულა“

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშლის საფრთხე არ არსებობს, მათი გუნდი ერთიანია და, თუ ყველა ადამიანი გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი პათოსის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ „ოცნებაში“ ყველაფერი კარგად არ არის. ამიტომ საინტერესოა, ვინ შეიძლება დაალაგოს სიტუაცია?! ფაქტია, მდგომარეობის გამოსასწორებლად პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილის ძალებსაც აღემატება ის გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რაც „ქართულ ოცნებაში“ მოზღვავდა.

რას ნიშნავს მარაოსებური სტრატეგია და რატომ იქნება ეს სტრატეგია „ქართული ოცნების“ მთავარი ამოსავალი წერტილი მომავალი არჩევნებისთვის?! ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო გარდაუვალი პროცესი, რადგანოცნებადაიბადა, გაიზარდა, განვითარდა (ან ვერც განვითარდა) და უკვე მიექანება დასასრულისკენ? რა პროცესები მიმდინარეობსოცნებაშიდა რატომ ამოწურა მან საკუთარი რესურსი?

- ეს მარტო „ოცნების“ პრობლემა არ არის. საზოგადოდ, ჩვენთან „ქართული ოცნების“ პრობლემა კი არაა, არამედ მთლიანად პარტიული მშენებლობის პრობლემაა. საქართველოში ფაქტობრივად შეჩერდა პარტიული მშენებლობის პროცესი და სისტემის კუთხით სრული ქაოსია. პოლიტიკური კულტურის ისეთ დონემდე ვერ მივედით, რომ ჩამოგვეყალიბებინა სტაბილური პარტიული ინსტიტუტები.

საქართველოს თუ ახსოვს იდეოლოგიური მრწამსით კარგად გამართული პარტია?

- ერთადერთი, პოლიტიკურად კარგად გამართული, იდეოლოგიური მრწამსის, პოლიტიკური მართვის სტილის, პოლიტიკური მარკეტინგის, პლატფორმის მქონე პარტია, ყველა იმ კომპონენტით, რაც კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო მხოლოდ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ისიც ბატონ გია ჭანტურიას სიცოცხლის პერიოდში, ანუ 1991-94 წლებში. ედპ საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორინტაციის ავანგარდში გახლდათ. სწორედ ამას დაეყრდნო თავის დროზე შევარდნაძე, როცა სახელმწიფოს მეთაური გახდა, მაგრამ პრეზიდენტობის დროს მან უკვე შეცვალა თავისი ორიენტირი, რადგან მაშინ საქართველომ პრორუსული საგარეო პოლიტიკური ვექტორი აიღო.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ საქართველო ყოველთვის პროდასავლური ორიენტაციის მქონე იყო. როცა სოხუმი დაეცა, საქართველო იძულებით შევიდა დსთ-ში და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი გახდა, საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოვიდნენ პრორუსი გავლენის აგენტები და პოლიტიკოსები: გიორგაძე, ნადიბაიძე, კვირაია და სხვები. შესაბამისად, 1993-დან 99 წლამდე საქართველოს ჰქონდა პრორუსული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. რაც შეეხება კლასიკური პარტიული კანონებით შემდგარ პოლიტიკურ პარტიას, ანუ ედპ-ს, ეს გემოვნების საკითხია, ბევრს შეიძლება „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ არ მოსწონდეს, მაგრამ ამ პარტიამ თავის დროზე დიდ წარმატებას მიაღწია. შემდეგ იყო „რესპუბლიკური პარტია“, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, მას გააჩნდა თავისი იდეოლოგია, მიმართულება, ახლანდელი „რესპუბლიკური პარტია“ კი დაშლილია მარტივ მამრავლებად. სხვა პოლიტიკურ პარტიებს, დაწყებული „მოქალაქეთა კავშირიდან“, გაგრძელებული „ნაცმოძრაობით“ და დღევანდელი „ქართული ოცნებით“ ასე მკაცრად გამოკვეთილი და სისტემური პარამეტრები არ გააჩნია. ეს არის ტრაგედია, ჩვენ დაბალ პოლიტიკურ კულტურას ვავლენთ პარტიული მშენებლობის მიმართულებით.

ახალი კონსტიტუცია სწორედ პარტიული ინსტიტუტების გააქტიურებასა და მათ სიძლიერეს ეფუძნება. ესეც ხომ არ განაპირობებს, რომ პარტიები ერთ ლიდერზე არიან ჩამოკიდებულნი?

- ჩვენი ახალი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაეფუძნა გასულ წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციურ ჩარჩოს, აგებულია სწორედ პარტიული ინსტიტუტების სიძლიერეზე. ანუ ჩვენს არც ერთ პარტიას პარტიული სიძლიერის ელემენტი არ გააჩნია, მათ ეს კარკასი არ გააჩნიათ. შესაბამისად, პარტიები ერთ ლიდერებზეა მიბმული. ეს ეხება მმართველ პოლიტიკურ ძალასაც, „ნაცმოძრაობასაც“, „ევროპულ საქართველოსაც“ და სხვებსაც. ეს არის ხუხულების მსგავსი პარტიები. წარმოვიდგინოთ, რომ ვანუატუში ვცხოვრობთ და ვანუატუს ქოხების კარკასი გვაქვს.

ხომ არ ფიქრობთ, რომოცნებაცდანაციონალებიცსულ მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ხალხი მათზე უარს იტყვის? რაც შეეხება ახალ ძალას, ეს ძალაც ვერა და ვერ იბადება, რადგან მესამე ძალის რესურსი მოსპო თავადოცნებამ“.

- მესამე ძალის რესურსი უკვე აღარ არის. რომელ მესამე ძალაზეა საუბარი, როდესაც მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის სრული ქაოსია. ისინი ვირტუალურ სივრცეში იმყოფებიან. არავინ იცის, როგორ იმართება მმართველი პოლიტიკური პარტია და როგორ იმართება „ნაცმოძრაობა“. ფაქტობრივად, ამ ორიოდე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა გვიჩვენა სრული ქაოსი, მან თავის პოლიტიკურ პარტიას -„ნაცმოძრაობას“ ვირტუალური კომპიუტერული თამაში შესთავაზა. მისი პარტია, რომელიც, ასე თუ ისე, აწყობილია და საკუთარი ხმებიც კი მიიღო არჩევნებში, სააკაშვილმა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. ეს პარადოქსული ვითარებაა და სწორედ ასეთი პოლიტიკური ლიდერი ჰყავს „ნაცმოძრაობას“. ბელგიის ქალაქ ლიეჟში ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 8 წლის ბავშვის განვითარების დონე ჰქონდა პოლიტიკური კუთხით. ეს იყო 5-8 წლის ბავშვის ხუშტურები.

რადგან ლიეჟს შევეხეთ, ფაქტობრივად, ეს იყო ცარიელ დარბაზში შეხვედრა, მაგრამ ვინ მიიყვანა სააკაშვილი ასეთ ილუზიებამდე? ამაში ბრალი რამდენად მიუძღვის თავადოცნებას“, რომელმაც არ დაუკარგა სააკაშვილს თამაშის ხალისი?

- სააკაშვილი თავისმა გონებრივმა შესაძლებლობამ, მენტალურმა დაავადებამ მიიყვანა ამ დონემდე, რადგან მან თავისივე პარტია, „ნაცმოძრაობა“ გაღიმებული დატოვა. „ნაციონალები“ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, არ ელოდნენ ასეთ სიურპრიზს, რაც ლიეჟში მოხდა. ეს აშკარად ჩანდა ფრაქციის მთელი შემადგენლობის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან და აქაური პარტიული უჯრედებისგან, ეს იყო სრული სიურპრიზი. სააკაშვილმა შემოგვთავაზა პატი და პატაშონის ახალი ვარიანტი. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ცნობილ დანიელ კლოუნთა დუეტი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე პოპულარული იყო. ისინი მუნჯი კომედიური კინოს ლეგენდები იყვნენ. სწორედ ასეთი პატი იყო სააკაშვილი, პატაშონი კი იყო გიორგი სიგუა, ორი ავანტიურისტი. ამ ორის დუეტით ძალიან ვიხალისე. ის, რომ „ქართული ოცნება“ ამას აჰყვა და გადაუთამაშა, არასწორი იყო. რაც სააკაშვილმა ბავშვობაში ვერ ითამაშა, რაც დედამისმა და ბებიამისმა ტერორში ამყოფეს, ახლა ბავშვობის სურვილი აისრულა და პატი და პატაშონის საცირკო შოუ შემოგვთავაზა ლიეჟში. სააკაშვილისა და სიგუას ახალ შოუებს კიდევ ველოდებით.

დავუბრუნდეთ ისევქართულ ოცნებას“. ამჯერად მოსალოდნელია, რომ თავადოცნებისშიგნით გაჩნდეს ახალი ძალა, მაგრამ უნდა კი ხალხს ამ წიაღიდან შობილი ახალი ძალა? ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომოცნებაარც არაფერს აკეთებს და არც აფუჭებს, ანუ უნიათოა, ამდენად, მის შიგნით გაჩენილი ახალი ძალა რაიმე განსხვავებულს შეგვთავაზებს?

- ახალ ძალასაც გააჩნია, მაინც ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალა. თანაც, ახალმა კონსტიტუციამ მმართველ ძალას მისცა უფრო მეტი პოლიტიკური მართვის ბერკეტი. ნებისმიერი ახალი ძალა, რომელიც შეიქმნება მმართველი პოლიტიკური ძალის წიაღიდან, შეიძლება იყოს სერიოზული განაცხადი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომ გააჩნია, ამ ახალ პოლიტიკურ ძალაში ვინ იქნება, როგორი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ექნებათ ლიდერებს და როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, რამდენად შეძლებენ ხარვეზების აღმოფხვრას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იმის საშუალებას იძლევა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია მმართველი პოლიტიკური ძალისგან იშვას და ისინი წავიდნენ არჩევნებზე. ეს პოლიტიკურ-პარტიული განვითარების ე.წ. მარაოსებური სტრატეგიაა. ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ეს სტრატეგია დაისახა მიზნად. თორემ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რესურსი უკვე ამოწურა. ამიტომ მარაოსებური სტრატეგია იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი მომავალი არჩევნებისთვის.

ბოლო დროს დაშვებული შეცდომების კასკადის შემდეგ რის იმედად ხვდებაქართული ოცნება“ 2020 წელს? პოლიტსაბჭოს წერილი, უვადოდ მოსამართლეების გამწესება, სამართლიანობის არაღდგენა რამდენად უწყობს ხელს იმას, რომოცნებაგანლეულ-გაკოტრებული შეხვდეს 2020 წელს?

- როგორც ჩანს, „ოცნება“ „მოქკავშირის“ ბოლო პლატფორმაზე გადავიდა. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მოსამართლეთა კლანი-მურუსიძეები, გვრიტიშვილები და სხვა ნაძირლები მასზე ზეწოლას ახორციელებენ. ნურავინ შემეკამათება და ნუ მომთხოვს პოლიტკორექტულობას. როგორც პოლიტპატიმარს, მაქვს უფლება ეს სახელწოდებები ვუწოდო კონკრეტულ მოსამართლეებს და განვაცხადო, რომ ნაძირლების კლანი აშანტაჟებს მმართველ პოლიტიკურ ძალას.

რით აშანტაჟებს?

- რით აშანტაჟებს, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ ნაძირლების ხროვა როცა გაშანტაჟებს, ეს ნიშნავს, რომ მართვის სადავეები გაშვებული გაქვს. უკვე იწყება მართვადი ქაოსი, რაც დამახასიათებელი იყო „მოქკავშირისთვის“ 2001 წლიდან მოყოლებული.

თუკი დღევანდელი მოვლენებიმოქკავშირისფინალს გაგონებთ, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ, როგორც 2003-ში მოვიდა ხელისუფლებაში ავანტიურისტი, ახლაც ასეთივე ავანტიურისტი გამოჩნდება, რადგან მსგავსი პროცესები, როგორც წესი, ხელს უწყობს ავანტიურისტების მოზღვავებას ხელისუფლებაში.

- საბოლოოდ ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ თუნდაც საგარეო ექსპანსია განხორციელდეს რუსებისგან, ანუ სამხედრო აგრესია, ან კიდევ ანალოგიური პოლიტიკური გადატრიალება, რაც იყო 2003 წელს. მესამე სცენარია კიდევ ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში სიტუაციის მართვის პასუხისმგებლობა აიღოს. ამ სამივე სცენარის ალბათობა თანაბრად რეალისტურია.

სხვათა შორის, რუსებმა ორი დივიზია შექმნეს კიდევ, ახლა დაიწყეს სამხედრო ოლქებისა და სარდლობის რეფორმა, ჩვენს ტერიტორიაზე კოშკურები აგვიგეს. ასე რომ, ინდიკაცია უკვე შეიგრძნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ძლიერი ანალიტიკური ცენტრი ამ პროცესებს აანალიზებს, ისევე, როგორც კრემლში აანალიზებენ მოვლენებს, ისინი ითვალისწინებენ პოლიტიკურ ქაოსსაც. ამიტომ რუსეთი თუ დაინახავს, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ქაოსი, მოირყა პოლიტიკური ინსტიტუტები და საქართველო ჩაერთო პოლიტიკურ დესტაბილიზაციაში, გამორიცხული არაა, აგრესიული ლიბანიზაციის პროცესი დაიწყოს. ლიბანშიც ასე მოხდა დეცენტრალიზაცია, ოღონდ ცუდი გაგებით გეოპოლიტიკური დეცენტრალიზაცია. რუსეთი ამისთვის ემზადება. არაა გამორიცხული, თურქეთიც ამისთვის ემზადებოდეს, ეს მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ და არ მივცეთ საშუალება გარეშე მტრებს, ეს საშუალება გამოიყენონ.

გამი სიტუაცია ძალიან მძიმეა... ამ ახალი კონსტიტუციით ქვეყანას ქაოსი ელის. როდესაც ასეთ დაბალ დონეზე პოლიტიკურ-პარტიული დონე, რა საპარლამენტო რესპუბლიკაზეა საუბარი.
5 წლის უკან