მოსამართლემ, რომელმაც კირკიტაძეს პატიმრობა მიუსაჯა, იპოთეკით დატვირთული ქონება იმავე დღეს გამოიხსნა

მოსამართლემ, რომელმაც კირკიტაძეს პატიმრობა მიუსაჯა, იპოთეკით დატვირთული ქონება იმავე დღეს გამოიხსნა

გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ დავით ნარიმანიშვილმა, რომელმაც პოლიციის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს 20 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმავე დღეს გამოიხსნა უძრავი ქონება, რომელიც მანამდე იპოთეკით  დატვირთული ჰქონდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ნარიმანიშვილმა დავით კირკიტაძის დაკავების დღეს, 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, უძრავ ნივთზე, რომელიც თბილისში, მ. უორდროპის 1 ჩიხის 7 ნომერში მდებარეობს.

საჯარო რეესტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დავით ნარიმანიშვილის განცხადების რეგისტრაცია იპოთეკის მოხსნის თაობაზე, გასული წლის 20 დეკემბერს, 13 საათსა და 25 წუთზე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.