აშშ-ის პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი ქალი სენატორი იბრძოლებს

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი ქალი სენატორი იბრძოლებს

აშშ-ის პრეზიდენტობა კიდევ ერთ ქალს სურს. როგორც მინესოტის შტატის სენატორმა და კონგრესის უმაღლესი პალატის წევრმა ემი კლობუშარმა განაცხადა, ის მზად არის იმ სავარძლისთვის იბრძოლოს, რომელსაც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იკავებს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

„აი, ვდგავარ თქვენ წინაშე მეშახტის შვილიშვილი, მასწავლებლისა და ჟურნალისტის შვილი, პირველი ქალი, რომელიც მინესოტის შტატიდან სენატში აირჩიეს და ვაცხადებ, რომ მზად ვარ ჩემი კანდიდატურა წარვადგინო პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა კლობუშარმა თავისი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა 5-მა ქალმა მიიღოს. მათ შორისაა დემოკრატი სენატორი ელიზაბეტ უორენი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ქვეყნის მოქმედი პირველი პირი, დონალდ ტრამპი მასში მონაწილეობას მიიღებს.