მაკედონიამ სახელის შეცვლის პროცესი დაიწყო

მაკედონიამ სახელის შეცვლის პროცესი დაიწყო

ყოფილი იუგოსლავიიდან ჩრდილოეთ მაკედონიამდე: მაკედონიამ სახელის შეცვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Eeronews-ი წერს.

საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების თანახმად პირველ რიგში აბრებს სახელისუფლებო შენობებზე და საზღვრებზე ცვლიან.

აბრა უკვე ჩამოხსნილია ქვეყნის მთავრობის სახლის ფასადიდან. მაკედონიისთვიის სახელის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტლების შემდეგ სკოპიესთვის ნატოს კარის გაიღო. ათენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებას დათანხმდა.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ განხილვა ჯერ კიდევ 1991 წელს, იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. საკითხი განსაკუთრებულად აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მაკედონიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გადაწყვიტა, თუმცა მის წევრობას მისივე სადაო სახელწოდების გამო, საბერძნეთი ბლოკავდა.