თურქეთში ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოძიება 2010 წელს ინსპექტორების გამოცდის საქმეს უკავშირდება. თურქეთის უსაფრთხოების ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას ქვეყნის 76 პროვინციაში ჩაატარებენ.

მასობრივი დაკავებები თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ანკარა გადატრიალების მცდელობაში ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზაციას ადანაშაულებს.