ტრამპი: მექსიკის საზღვართან კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ

ტრამპი: მექსიკის საზღვართან კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ

მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება, მიუხედავად იმისა, მიაღწევენ თუ არა „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ შეთანხმებას კონგრესში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კედელს ნებისმიერ შემთხვევაში ავაშენებთ. ამბობენ, რომ კონგრესში პროგრესს მიაღწიეს ამ საკითხზე მოლაპარაკებებში. მათ ვუთხარი, მოიცადეთ, ჩემს ხალხთან მივდივარ ტეხასში და არ მსურს ამაზე საუბარი. ასე რომ, არ ვიცი რას გულისხმობენ ამ პროგრესში. ვინ იცის, იქნებ კარგი ამბავიცაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის სამხეთ საზღვრების დაცვის საკითხზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც BBჩ წერს, ამით მთავრობის მუშაობის კვლავ შეჩერების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტრამპმა აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისი 25 იანვარს დროებით, 15 თებერვლამდე შეაფერხა. აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.