ექსკლუზივი: რა კომენტარს აკეთებს

ექსკლუზივი: რა კომენტარს აკეთებს "პროფილის" პროდუსერი მაია ასათიანის და გადაცემის შესახებ

რამდენიმე მედიასაშუალებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს თოქ-შოუ "პროფილი" დაიხურა და ბოლო გადაცემა ეთერში ხუთშაბათს გავა.

"რეიტინგი" ინფორმაციის გადასამოწმებლად გადაცემის პროდუსერს ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პროფილი" იხურება, მართალია?

- ტყუილია ეს ინფორმაცია. ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ და "პროფილი" ყოველ ხუთშაბათს გავა ეთერში.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხუთშაბათს ეთერში "პროფილის" ბოლო გადაცემა გავა...

- მაია ასათიანი თავს შესანიშნავად გრძნობს, მიმდინარეობს ახალი გადაცემის ჩაწერა და დაგეგმვა. ასე, რომ ხუთშაბათს უცვლელ დროს ელოდება "პროფილი" თავის მაყურებელს.