ვაშინგტონის შტატში დიდთოვლობაა

ვაშინგტონის შტატში დიდთოვლობაა

ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა. ამინდის ნაციონალური ბიუროს ცნობით თოვლის სიმაღლემ 27 სანტიმეტრს მიაღწია. წვიმით ცნობილ სიეტლში მსგავსი სიმაღლის ნალექი ბოლოს 70 წლის უკან იყო.

ამინდის გაუარესების გამო სიეტლის და პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტებში არაერთი რეისი გადაიდო. სტიქიის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ადგილას თოვლის საფარი დაახლოებით 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია. აღნიშნულიდან გამომდინარე შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით დაახლოებით 50 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს შტატის პოლიციაც. სამართალდამცავები უსახლკაროების გადაყვანას თავშესაფრებში ცდილობენ.