დრიუ ბერიმორი ჟურნალისტმა გააბრაზა

დრიუ ბერიმორი ჟურნალისტმა გააბრაზა

გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი დრიუ ბერიმორი ცოტა ხნის წინ პირადი საქმეების გამო ქალაქ ლონდონში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.

დილას, ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსული ქალი ადგილობრივმა ჟურნალისტმა შენიშნა და ინტერვიუსთვის მიუახლოვდა. მსახიობს საუბარზე უარი არ უთქვამს.

ჩვენი ბრიტანელი კოლეგა ზრდილობასთან მწყრალი აღმოჩნდა. ის უტაქტოდ დაინტერესდა ბერიმორის „წარსული ცოდვებით“ და ზედიზედ დააყარა კითხვები ნორჩ ასაკში ნარკომანიისადმი მიდრეკილებაზე.

რასაკვირველია ამერიკელი ქალბატონი ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოელოდა. ვინაიდან ინგლისელი პრესის მუშაკი ახალგაზრდა ქალი ბრძანდებოდა,“ ჩარლის ერთ-ერთმა ანგელოზმა“ მასზე ხელი არ აღმართა, სამაგიეროდ კარგა გვარიანად გამოლანძღა.