აუქციონზე „ჰოლივუდი“ გაიყიდება

აუქციონზე „ჰოლივუდი“ გაიყიდება

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ამერიკულ ინტერნეტ - აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ასოები, რომლებიც 1978 წლიდან ლოს-ანჯელესის სიმბოლოდ იქცა. საუბარია წარწერაზე „ჰოლივუდი“, რომელიც მაუნთ-ლის მთაზე არის დამაგრებული. მაშინ მას მყიდველი არ გამოუჩნდა.

ამერიკული მას-მედიის ცნობით, ლოს-ანჯელესის მერია ამ წარწერის აუქციონზე გატანას კიდევ ერთხელ შეეცდება. ლოტის საწყისი ფასი 200 ათასი დოლარი იქნება.

წარწერა „ჰოლივუდი“ ამ ადგილას ჯერ კიდევ 1923 წელს გაჩნდა, თუმცა ის შემდეგ რამდენჯერმე გამოცვალეს.

1978 წელს მისი დემონტაჟი მოხდა და ლოს-ანჯელესს მისი სიმბოლო მხოლოდ სამი თვის შემდეგ, მაგრამ განახლებული დაუბრუნდა.

თითოეული ასოს დამზადება 27.5 ათასი დოლარი დაჯდა. წარწერასთან მიახლოება დღეს შეზღუდულია და მისით ტკბობა ტურისტებსა და ადგილობრივებსაც მხოლოდ შორიდან შეუძლიათ.