შემწვარი ქათამი მარცვლოვანი მდოგვით და ომბალოთი

შემწვარი ქათამი მარცვლოვანი მდოგვით და ომბალოთი

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 6

ინგრედიენტები

ქათამი - 1 ცალი, მოზრდილი

ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ

მარცვლოვანი მდოგვი - 2 ჩ/კ

მარილი

ხმელი ომბალო ან ქონდარი

მომზადების წესები

ქათამი ხერხემალზე გავჭრათ, წავუსვათ მარილი. ზეთში ავურიოთ მარცვლოვანი მდოგვი და ქათამს ყველა მხრიდან წავუსვათ, მოვაყაროთ ხმელი ომბალო ან ქონდარი.

ღუმელი 220 გრადუსზე გავახუროთ და შევდოთ ქათამი შესაწვავად. შეწვისას წავუსვათ თავისი ცხიმი. როცა ზემოდან დაიბრაწება, ცეცხლს ჩავუწიოთ და ისე მოვამზადოთ ბოლომდე.