ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი იურსკი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი იურსკი გარდაიცვალა

8 სექტემბერს, 84 წლის ასაკში რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი იურსკი გარდაიცვალა. იურსკი თეატრისა და კინოს მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი იყო.

რუსული მედიის ცნობით მსახიობი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ცნობილი ხელოვანი ჯერ სანქტ-პეტერბურგის, გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრში, შემდეგ კი მოსკოვში "მოსსოვეტში" მუშაობდა.

კინოში პოპულარულმა მსახიობმა არაერთი ბრწყინვალე პერსონაჟი განასახიერა. ოსტაპ ბენდერი, ძია მიწია, ბროცკის მამა - ეს იმ მცირეოდენი როლების ჩამონათვალია, რომელიც იურსკიმ შესანიშნავად შეასრულა.

სერგეი იურსკიმ რამდენიმე დიდ რეჟისორთან, მათ შორის ელდარ რიაზანოვთანაც ითანამშრომლა. იგორ ვაცეტისის ფსევდონიმით იურსკი პიესებსაც წერდა. მსახიობი საკმაოდ წარმატებული პროზაიკოსიც იყო, მხატვრულ კითხვაში კი ის ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვანად ითვლებოდა.