უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წითელა შეეყარათ

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს წითელა შეეყარათ

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები წითელათი დაავადნენ. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ოლგა სტეფანიშინა აცხადებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სტეფანიშინას განცხადებით, მსგავსი ფაქტები სხვა სამინისტროებშიც დაფიქსირდა.

როგორც ირკვევა, რამდენიმე კვირის წინ წითელათი ჯანდაცვის სამინისტროს დაცვის წევრი დაავადდა. მოგვიანებით, დაავადების სიმპტომები იმ თანამშრომლებსაც გამოუვლინდათ, ვინც მასთან კონტაქტობდა.

„როგორც კი შევიტყვეთ, რომ დაცვის წევრს წითელა ჰქონდა, მეორე დღიდანვე დავიწყეთ თანამშრომლების მასობრივი აცრა. ამით ჩვენ ისინი დავიცავით. ზოგიერთი დაავადებულთან ვაქცინაციამდე კონტაქტობდა და მათაც გადაედოთ. ვინც ვაქცინა დაავადების გამოვლენამდე მოასწრო, მას უფრო მარტივად ძლევენ“, - განაცხადა სტეფანიშინამ.