საფრანგეთში პარლამენტის თავმჯდომარის სახლის გადაწვას შეეცადნენ

საფრანგეთში პარლამენტის თავმჯდომარის სახლის გადაწვას შეეცადნენ

უცნობებმა საფრანგეთის ნაციონალური კრების პრეზიდენტის (პარლამენტის ქვედა პალატა), რიშარ ფერანის სახლის გადაწვა სცადეს. ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.

„ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ინციდენტის ადგილზე აღმოაჩინეს გადასაფარებელი, რომელიც ნაწილობრივ დამწვარი იყო და ასევე თვითნაკეთი ჩირაღდანი, რაც ეჭვს არ იწვევს ხანძრის გაჩენის განზრახვაზე“, - წერია განცხადებაში.

აალება მეზობელმა შენიშნა. თავად სახლის მესაკუთრე ამ დროს ქვეყნის პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ რენში იმყოფებოდა.

მან, მომხდარის გამო, პოლიციაში შეიტანა განცხადება.