კვებეკის მეჩეთზე თავდამსხმელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

კვებეკის მეჩეთზე თავდამსხმელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

29 წლის კანადელ კაცს, რომელიც 2017 წლის იანვარში კვებეკის მეჩეთში შეიჭრა და უმისამართო სროლით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC წერს.

მეჩეთზე თავდასხმამდე ალექსანდრ ბისსონეტი დამნაშავედ ექვს საქმეში, მკვლელობის მცდელობისთვის ცნეს.

29 იანვარს მეჩეთში ლოცვის დროს სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 5 ადამიანი.

2011 წელს, კანადაში კანონში ცვლილებები შევიდა, რამაც მოსამართლეებს საშუალება მისცათ 10 ან 25 წლიანი პატიმრობის ნაცვლად რამდენიმე მკვლელობაში ბრალდებულთათვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.