"რაც არ უნდა თქვათ, ჩემზე გავლენას არაფერი ახდენს მაინც" - თეონა კონტრიძე თამამ ფოტოს აქვეყნებს

რუსეთში მცხოვრები და წარმატებული ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე, საზოგადოებას თავისი პირდაპირობით ყოველთვის აკვირვებს.

ის ნიჭიერი და თამამი მომღერალია, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

თეონამ ინსტაგრამზე ამჯერად მორიგი პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა.

მუსიკოსმა საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო დადო. ამაში უჩვეულო არაფერია, ინსტაგრამზე ყველა შიშველ ფოტოებს დებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ თეონას მომრგვალებული ფორმები აქვს, ჭარბი წონის გამო, მას ხშირად აკრიტიკებენ.

"ბრწყინვალე ფოტოა ..... მე არ ვიცი, რატომ აარჩია ფოტოგრაფმა ეს მიზანსცენა და ეს მოდელი, მაგრამ მე სიამოვნებით დავთანხმდი.

ძვირფასო ბულინგის მოყვარულებო ნუ იწვალებთ... რაც არ უნდა თქვათ, ჩემზე გავლენას არაფერი ახდენს მაინც. მე რკინის ლედი ვარ. პ.ს. თავად ვკვდები პოზებით, სიმეტრიითა და განწყობით", - ასეთი სათაურით აქვეყნებს ფოტოს თეონა კონტრიძე.