ფარული კადრების საქმემ მსოფლიოს უმდიდრეს მამაკაცამდეც მიაღწია - ჯეფ ბეზოსს აშანტაჟებენ

ფარული კადრების საქმემ მსოფლიოს უმდიდრეს მამაკაცამდეც მიაღწია - ჯეფ ბეზოსს აშანტაჟებენ

Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.

ის National Enquirer-ს და მის გამომცემელს დევიდ პეკერს შანტაჟში სდებს ბრალს. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა ტვიტერის პირად ექაუნთზე დაწერა.

როგორც ირკვევა, ჯეფ ბეზოსს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. 54 წლის ბიზნესმენის თქმით, ჟურნალისტები მას იმ კადრებით ემუქრებიან, რომელიც მან 49 წლის საყვარელ ქალს ლორენ სანჩესს გაუგზავნა.

ბეზოსის თქმით მედია ორგანიზაცია მას სთხოვდა შეეწყვიტა იმის გამოძიება, თუ როგორ მოიპოვეს მათ ბეზოსის პირადი მიმოწერა.

მას შემდეგ, რაც ბეზოზის და მისი მეუღლის, მაკენზის დაშორების შესახებ გამოაცხადეს, National Enquirer-მა გამოაქვეყნა, რომ ბეზოსს საყვარელი ჰყავდა. ბეზოსის თქმით American Media Inc-დან დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს გამოექვეყნებინა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ პოლიტიკური მოტივები არ ამოძრავებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას საკუთარი და საყვარლის ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ბეზოსმა ბლოგზე ეს იმეილები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება. მისივე თქმით ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ Washington Post-ის წილს ფლობს, რომლის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები, განსაკუთრებით ტრამპის და ჯამალ ხაშოგის შესახებ ძალაუფლებაში მყოფ პირებს აშინებს და ამგვარად ცდილობენ მის გაჩუმებას.