ბრიტანელი მწერალი როზამუნდა პილჩერი გარდაიცვალა

ბრიტანელი მწერალი როზამუნდა პილჩერი გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მწერალი როზამუნდა პილჩერი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ The Independent წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ბოლო რამდენიმე დღე მან ქალაქ დანდის კლინიკაში გაატარა.

პილჩერმა ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ათზე მეტი ცნობილი ნაწარმოები შექმნა. განსაკუთრებული პოპულარობა მას რომანმა „ოჯაქური რელიქვია“ მოუტანა.