სკრიპალების მოწამვლის საქმის მესამე ფიგურანტმა „ნოვიჩოკი“ მანამდე სხვაზე გამოიყენა

სკრიპალების მოწამვლის საქმის მესამე ფიგურანტმა „ნოვიჩოკი“ მანამდე სხვაზე გამოიყენა

გამოცემა The Insider-მა და Bellingcat-ის ჯგუფმა საერთო გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში მესამე ფიგურანტს ეხებოდა. მესამე პირი სავარაუდოდ რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი სერგეი ფედოტოვია. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფედეტოვმა სკრიპალებზე თავდასხმამდე რამდენიმე წლით ადრე ნივთიერება „ნოვიჩოკი“ უკვე გამოიყენა ბულგარელ ბიზნესმენზე ემელიან გებრევზე.

გამოძიების ცნობით, ფედოტოვმა თავისი სახელი 2010 წელს მიიღო, ისევე როგორც ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა, რომლებსაც სკრიპალების მოწამვლის მცდელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. გამოცემა „ფანტანკას“ ცნობით, ფედოტოვი პეტროვთან და ბოშიროვთან ერთად 2014 წელს პრაღაში იყო, ხოლო ლონდონში 2018 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც სკრიპალებზე თავდასხმა მოხდა. ფედოტოვი იმავე რეისით უნდა გაფრენილიყო, რომლითაც პეტროვი და ბოშიროვი, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო, არ გაფრინდა.

გამოძიება საწამლავის კვალმა ბულგარეთამდე მიიყვანა, სადაც 2014 წელს მოწამლეს ბიზნესმენი ემელისან გებროვი, რომელიც ერთი კომაში იყო და კომიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ცუდად გახდა. როგორც The Insider და Bellingcat აღნიშნავს, ეს ბულგარეთში ფედოტოვის კიდევ ერთ ვიზიტს დაემთხვა. სავარაუდო აგენტი, ბულგარეთში 3 დღით ჩავიდა და მოსკოვში სხვა რეისით დაბრუნდა, რომლის ბილეთიც მისთვის უკვე იყო შეკვეთილი.

კითხვაზე, რატომ დაინტერესდა რუსული დაზვერვა ბულგარელი ბიზნესმენით, გამოძიებამ ორი მოტივი დაასახელა: პირველი, გებროვის კომპანია იარაღს აწვდიდა უკრაინას და მეორე, რუსეთს უნდოდა გაეკონტროლებინა ბულგარელის ქარხანა.

2018 წლის 4 მარტს რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამლვას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.