რა ელოდებათ მასწავლებლების რეგულირების ახალი წესებსი ამოქმედების შემდეგ

რა ელოდებათ მასწავლებლების რეგულირების ახალი წესებსი ამოქმედების შემდეგ

საგანმათლებლო სისტემაში ყველაზე მასშატაბური რეფორმები დაიწყო. საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ სკოლებითა თუ უმაღლესი სასწავლებლებით. რეფორმა შეეხება, პედაგოგებს, მოსწავლეებს, ადმინისტრაციას და სასწავლო პროცესს. საინტერესოა, ამჯერად მაინც რა ელის მასწავლებელთა მრავალათასიან არმიას?

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა. მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტ-ქულები და პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლების გამოცდის ფორმატზე მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. სტატუსის შესაცვლელად ჩატარებული გამოცდა არ იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში, არამედ იქნება პრაქტიკული კომპონენტიც.

„მომავალში სტატუსის ცვლილება შესაძლებელი იქნება იმ კომპლექსური გამოცდის საშუალებით, რომელიც განათლების მინისტრმა დააანონსა. გამოცდის ფორმატზე მსჯელობა მიმდინარეობს და ვმუშაობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, თუმცა, ეს არ იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში გამოცდა, არამედ იქნება პრაქტიკული კომპონენტიც. იმისათვის, რომ პრაქტიკოსიდან წამყვანი მასწავლებელი გახდეს, საჭიროა გამოცდების ჩაბარება. ამის შემდგომ, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი რომ გახდეს აუცილებელი იქნება არა თანმიმდევრულად გაყვეს ამ კარიერულ საფეხურებს, არამედ პირდაპირ იმ გამოცდაზე გავიდეს, სადაც თავად გადაწყვეტს. მაგალითად, პირდაპირ მენტორის გამოცდაზე.

გამოცდების ჩაბარება კვლავ საგამოცდო ფორმტში მოხდება, თუმცა ტრადიციული ფორმით მხოლოდ თეორიული ნაწილი არ იქნება, ეს იქნება მათი 360 გრადუსიანი შესწავლა. რა საკითხებიც იყო ის დარჩება და ასევე დაემატება ახალი საკითხები. შეიძლება ითქვას, რომ გამოცდები უფრო კომპლექსური ხდება“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა.

კითხვაზე დარჩებიან თუ არა სკოლებში ის პედაგოგები, რომლებიც გამოცდაზე არ გავლენ და საკუთარ კომპეტენციას არ ან ვერ დაადასტურებენ, რატიანმა აღნიშნა, რომ რეგულირების წესში მათი ღირსეული გაცილების წესები გაიწერება.

„თუკი მასწავლებელმა საგამოცდო ტესტიდან მხოლოდ 30% დააგროვა, რაც ძალიან დაბალია და თუ ისინი წლის მანძილზე 19 კრედიტქულას ვერ დააგროვებენ, ამ შემთხვევაში რეკომენდაციას ვუწევთ დამატებით გავიდნენ გამოცდაზე, თუ არ გავიდნენ მაშინ, მათთვის რეგულირების წესში, რომელიც მალე დამტკიცდება, კონკრტული შეთავაზებები იქნება გაწერილი. ამ სქემაში შევა ის ცვლილეები, რომელიც პროცესს ბოლომდე მიიყვანს“, - განუცხადა „ბიემს“ რატიანმა.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავალის თაობა“ პროექტის ხელმძღვანელ მარინა უშვერიძის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები საინტერესოა, თუმცა რეალობაში როგორ განხორციელდება, ამას მომავალი გვაჩვენებს.

„არ არის კონკრეტიკა, თუ როგორ შევა მასწავლებლების ახალი ტალღა სკოლებში. არის ბევრი მოტივირებული ახალგაზრდა და ამასთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო, თუ როგორ გაიხსნება სკოლის კარი, აი, ასეთი კადრებისთვის. მომეწონა ის, რომ მასწავლებლებს ექნებათ ნაკლები ბიუროკრატია და მეტი აქცენტი გადავა შემოქმედებით პროცესზე. ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი დოკუმენტაციის შეგროვება უწევდათ მათ და ნაკლები დრო ჰქონდათ, მოსწავლესთან ურთიერთობისთვის“, – აღნიშნა უშვერიძემ.

გრიგორი მოაწავლეების მაგიერ მასწავლებლებს უწყობთ გამოცდებს?!
5 წლის უკან
გრიგორი ის , რაც განათლების სისტემაში ხდება, რეფორმა არაა ! სკოლას სჭირდება: 1. პროფესიული კადრები. ამისათვის საჭიროა პედაგოგიური ფაკულტეტების შექმნა. 2. კადრების ცვლა ( მათი პროფესიული კადრებით ჩანაცვლება. 3.მასწავლებლების მონებიდან თავისუფალ, მოაზროვნე აღმზრდელად ჩამოყალიბება. 4. კლასში მოსწავლეთა გონივრულ რაოდენობამდე შემცირება (შეუძლებელია 45 წუთში 35 ბავშვს სათანადო დრო გამოუყო) . 5. ერთადერთი გამოსაშვები გამოცდის ჩატარება ეროვნული გამოცდების პროგრამით. არ შეიძლება მასწავლებელი საკუთარ მისწავლეს უტარებდეს გამოცდას, ვერ იქნება მიუკერძოებელი. ამ გამოცდების შედეგებით უნდა ირიცხებოდნენ უმაღლეს სასდწავლებელში და იღებდეს ატესტატს. 6. პროგრამისა და სახელმძღვანოლოების შექმნა, მხოლოდ არა ნაცნობებისა და საკუთარი "სახელმძღვანელოების" გრიფირება. ვეჭვობ, რომ ზოგიერთი მოქმედი სახელმძღვანელოს ავტორის მიზანია ვერ მოახერხონ ბავშვებმა საგნის შესწავლა. და ბოლოს: 7. ღირსეული ანაზღაურება მასწავლებლებს ! მასწავლებელი გაკვეთილზე თავის მოვალეობის შესრულებაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, დღეს რა აჭამოს საკუთარ შვილებს.
5 წლის უკან