ოზი ოსბორნი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოზი ოსბორნი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი კონცერტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, Black Sabbath-ის სოლისტს გრიპი გაურთულდა. ექიმებმა მას ცოტა ხნის წინ რესპირატორული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც შესაძლოა პნევმონიაში გადაზრდილიყო.

ავადმყოფობის გამო ოსბორნს No More Tours II-ის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტის გადადება მოუხდა.