თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს

თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს

სროლა იყო ცოტა ხნის წინ თბილისში – ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა და ის საავამდყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. თვითმხილველები ამბობენ რომ ათამდე გასროლის ხმა გაიგებს. სამართალდამცველებმა ადგილზე ტყვიის მასრები აღმოაჩინეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც დაიჭრა, სკვერში იმყოფებოდა.